წალენჯიხის პირველ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა. გოგა გულორდავას განცხადებით, ხმა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას მისცა.
გოგა გულორდავამ მედიასთან აღნიშნა, რომ წალენჯიხაში ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„ხმა მივეცი ქვეყნის წინსვლა,ს პროგრესს, ქვეყნის უკეთეს მომავალს, ჩვენი მუნიციპალიტეტის, წალენჯიხისა და წალენჯიხელების უკეთეს მომავალს. ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გოგა გულორდავამ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.