მხატვარი შოთა გლურჯიძე მიიჩნევს, რომ თურქეთში დატრიალებული საგანგაშო მოვლენები და შემდგომი განვითარებული მოვლენები საქართველოსთვის ერთგვარი სარკეა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა, რომ იგივე ვითარება ყოფილიყო.
„თურქეთში მოხდა ის, რაც ნამდვილად მოხდებოდა აქ ეს ნაძირლები რომ არ მოგვეშორებინა!
ახლა თურქეთი ერთგვარი სარკეა ჩვენთვის. ძალიან მეცოდება თურქი ხალხი, რომელიც ამ ხორცის მანქანაში აღმოჩნდა.
იქნებ 8 ოქტომბერს ჩავიხედოთ ამ შემზარავ სარკეში და ისე გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი!"- აღნიშნავს გლურჯიძე.