ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე Ipsos-ის აღმასრულებელი დირექტორის ბენ პეიჯის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ნიკა გვარამიას ბრალდებას უპასუხა.
მან „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას, სადაც გვარამიამ მარკეზი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, „სრული ნონსენსი და ნაგავი“ უწოდა.
„Ipsos-ის დირექტორმა გვარამიას კუთვნილი სახელწოდება დაარქვა.. ჰოდა, ეს მთავარი „მენაგვე“ თავისი ურნით პოლიტიკურად უნდა განეიტრალდეს, თორემ ააყროლეს მთელი ქვეყანა!!!“ - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.