logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: რასაკვირველია, არაერთნი ვეთანხმებით ბატონ პეიჯს, რომ ნიკა გვარამია და „გლავკანალი“ ნაგვობაა
- +

30 ოქტომბერი. 2021. 14:33

 

 

 

„ტოქსიკური ნაცსექტა საზღვარგარეთაც რომ მიუღებელი ხდება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუტებში, ამას ბელადი სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად შერაცხვის ჩაფლავებული გეგმაც ადასტურებს“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე Ipsos-ის აღმასრულებელი დირექტორის ბენ პეიჯის განცხადებას, რომელმაც გვარამიას ბრალდებას უპასუხა და „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას, სადაც გვარამიამ მარკეზი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, „სრულ ნონსენსი და ნაგავი“ უწოდა.

 

„რასაკვირველია, არაერთნი ვეთანხმებით ბატონ პეიჯს, რომ ნიკა გვარამია და „გლავკანალი“ ნაგვობაა. კარგია, რომ ამას პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სულ უფრო მეტი უცხოელი აქტორი აცნობიერებს. ტოქსიკური ნაცსექტა საზღვარგარეთაც რომ მიუღებელი ხდება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუტებში (და არა ცალკეული დეპუტატებისთვის), ამას ბელადი სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად შერაცხვის ჩაფლავებული გეგმაც ადასტურებს“, - წერს facebook-ზე გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner