logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: IPSOS-ის შეურაცხყოფას ვერ შეეგუა IPSOS-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც გვარამიას განცხადებას „სრული ნონსენსი და ნაგავი“ უწოდა
- +

30 ოქტომბერი. 2021. 14:37

 

 

 

„ჯერ კიდევ შარშან, საფრანგეთში განლაგებულ IPSOS-ის სათავო ოფისს თავის მართლება მოუწია, უკრაინაში საკუთარი წარმომადგენლობის მიერ - საქართველოში ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევების საეჭვო და რეალობას აცდენილი შედეგების გამო,“ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ და IPSOS-ის შორის მომხდარ სკანდალს.

 

ნიკა გვარამიას ბრალდების შემდეგ, IPSOS-ის აღმასრულებელი დირექტორმა ბენ პეიჯმა Twitter-ზე გვარამიას ბრალდებას უპასუხა და „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას, სადაც გვარამიამ მარკეზი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, „სრული ნონსენსი და ნაგავი“ უწოდა.

 

,,ჯერ კიდევ შარშან, საფრანგეთში განლაგებულ IPSOS-ის სათავო ოფისს თავის მართლება მოუწია, უკრაინაში საკუთარი წარმომადგენლობის მიერ (რომლის სახელმძღვანელო რგოლს ძირითადად რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ) საქართველოში ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევების საეჭვო და რეალობას აცდენილი შედეგების გამო. წელს კი, ამ მკვლევარ-ორგანიზაციას არჩევანი უნდა გაეკეთებინა IPSOS-ის კორპორაციული რეპუტაციისა და პრესტიჟის დაცვასა და პოლიტიკური თაღლითების ბინძურ თამაშებში მონაწილეობის მიღების გაგრძელებას შორის. ამჯერად, თაღლითები დამარცხდნენ და Ipsos-ის მისამართით - ცრუ ბრალდებამ, მუქარამ, შანტაჟმა და შეურაცხყოფამაც არ დააყოვნა. ამ ყველაფერს ვეღარ შეეგუა IPSOS-ის აღმასრულებელი დირექტორი ბენ პეიჯი, რომელმაც „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას (რომლითაც მან IPSOS-ის წარმომადგენელი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა) - „სრული ნონსენსი და ნაგავი“ უწოდა. ამრიგად, ნაგავთან მორიგი თანამშრომლობა დასრულებულია. ნაგავი ნელ-ნელა თვითიზოლაციაში ექცევა თავის სანაგვეში და იმ კორპორაციების „შავ სიას“ დაამშვენებს, რომლებთან თანამშრომლობა - სირცხვილი და დანაშაულია“, - წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner