logo_geo
eng_logo
ხმაური იყო რუსთავის 38-ე საარჩევნო უბანზე, სადაც „ნაცმოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა
- +

30 ოქტომბერი. 2021. 14:55

 

 

 

რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

 

რუსთავის 38-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. იგი უბნის შიდა ტერიტორიაზე შევიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელს გაესაუბრა. ამის შემდეგ ხაბეიშვილმა საუბნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ შენიშვნის მიცემა დაიწყო.

 

ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ დამკვირვებლები ახლოს იდგნენ ხმის მიცემის კაბინასთან, რითაც კანონი ირღვეოდა. ასევე, მას შენიშვნა ჰქონდა დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩაერთნენ სხვა დამკვირვებლებიც, რომლებიც მიუთითებდნენ იმაზე, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი არ აძლევდა მათ საშუალებას, ემუშავათ. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ძალიან ახლოს იდგა სამაგიდო სიებთან.

 

აღნიშნული დაპირისპირების გამო ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამოძახებაც გახდა საჭირო, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.

 

რუსთავის 38-ე საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner