logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე: რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩანაწერის ფიგურანტებმა არ უარყვეს მისი ავთენტურობა
- +

30 ოქტომბერი. 2021. 16:50

 

 

 

„რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩანაწერის ფიგურანტებმა არ უარყვეს მისი ავთენტურობა“, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ უწყებაში დაწყებულ გამოძიებას.

 

„ეს არის საქმეში გამავალი ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც კანონიერი გზით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე არის მოპოვებული და წარდგენილი საზოგადოებისათვის. თავისთავად, ამან შეასრულა საპრევენციო ხასიათის როლი. მოქალაქეებს, ვინც შეიძლება ნებსით ან უნებლიედ მომხდარიყო ამ გაუგებრობაში, ჩვენ ამით მივაწოდეთ ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისთვის ხელის შეშლას და ა.შ., მათ შორის არ გამოირიცხებოდა არც სისხლისღვრა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩანაწერის ფიგურანტებმა არ უარყვეს მისი ავთენტურობა. ველოდებით მათ დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. საუბრის შინაარსი შეიცავს სისხლის სამართლებრივ ნიშნებს, თუმცა ეს არის ვარაუდი, ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთება უფრო მეტი მტკიცებულება, უნდა გამოვკითხოთ მოწმეები და შემდეგ შევძლებთ უფრო დადასტურებულად საუბარს. გარდა ამისა, ჩვენმა სამსახურმა წერილით მიმართა პენიტენციურ სამსახურს, რათა პატიმრის ეტაპირებისას გათვალისწინებული ყოფილიყო განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner