ხმაური იყო ოზურგეთის სოფელ ცხემლის ხევის 50-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოზურგეთის მერი და ოპოზიციური კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იმყოფებოდა.
ადგილობრივების მტკიცებით, შარაშენიძე აგრესიულობით გამოირჩეოდა და მან სოფლის მცხოვრებლებს შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო ადგილობრივებმა გადაიღეს.
ამასთან, კონსტანტინე შარაშენიძის მდივანი ალიონა სურგულაძე მას სავარაუდო შევიწროებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. მან აღნიშნულზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. თავად ოზურგეთის მერი ამ ფაქტს უარყოფს.
ასევე, მმართველი გუნდი დილიდან ოზურგეთის მერს ამომრჩევლის მოსყიდვასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.