logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: შიმშილობა არ საჭიროებს ისეთ ინსტრუმენტულ კვლევებს, რომლებიც არ ტარდება მე-18 დაწესებულებაში
- +

30 ოქტომბერი. 2021. 18:55

 

 

„შიმშილობა არ საჭიროებს იმ ინსტრუმენტულ კვლევებს, რომლებიც არ ტარდება მე-18 დაწესებულებაში“,- ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „იმედი LIVE-ის“ ეთერში ისაუბრა.

 

„როდესაც ადამიანი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, ის გადაჰყავთ ციხის მე-18 დაწესებულებაში, რომელსაც აქვს საკმაოდ ფართო სპექტრი, მულტიპროფილურია. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც არის მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვი. ამ შემთხვევაში გადაჰყავთ სპეციალიზებულ კარდიოლოგიურ კლინიკაში, რომელიც არის მაღალტექნოლოგიური კლინიკა, სადაც პატიმარს უკეთდება შუნტირება, სტენტირება და ასე შემდეგ.მნევროლოგიის შემთხვევაშიც, დავუშვათ ინსულტი, ამ დროს გადაჰყავთ სხვა კლინიკაში. მაგრამ შიმშილობა ნამდვილად არ შედის ამ სპექტრში. შიმშილობა არ საჭიროებს თუნდაც იმ ინსტრუმენტულ კვლევებს, რომლებიც არ ტარდება მე-18 დაწესებულებაში. კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის საჭირო, არც მაგნიტორეზონანსული. შიმშილობასთან ეს ყველაფერი არანაირ კავშირში არ არის. თუ მის ინტერესების დამცველებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ადამიანი, რომელიც აქამდე არ არის გამოკვლეული, გამოიკვლიონ სრულად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ, ეს სხვა საკითხია. მაგრამ მე მგონი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად არ ხვდებიან. ის ფაქტიც, რომ პატიმარი აცხადებს - მე აქ მინდა, აქ არ მინდა, ეს საერთოდ ნონსენსია. ნებისმიერმა პატიმარმა იცის, რომ ის არის იქ, მას ჰყავს უფლებათა დამცველები. ის რომ მას დისკომფორტი შეექმნება მე-18 დაწესებულებაში, გასაგებია, რა ილუზიაშიც ის ჰყავდათ, რომ არიქა ხელში აყვანილი დახვდება მთელი საქართველო, ეს რომ ასე არ არის რეალურად მისმა ახლობლებმა ხომ იციან. მართლა იქნება იქ უსიამოვნება, რომ გამოივლის მისი ადვოკატი, რაღაცებს შესძახებენ, მაგრამ ციხე არც არის მეცნიერებათა აკადემია. იქ გარკვეული სუბკულტურები არის და ემოციის გამოხატვაში თმენის ვალდებულება არ აქვთ“,- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner