შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიცია შემთხვევის ადგილზეა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რომ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი“, - ამის შესახებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა განაცხადა.