logo_geo
eng_logo
ქეთევან კოვზიაშვილი: ვაზისუბნის საარჩევნო უბანთან პოლიციაა მობილიზებული, ტარდება ყველა ღონისძიება ვითარების განსამუხტად
- +

30 ოქტომბერი. 2021. 19:45

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

 

„ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიცია შემთხვევის ადგილზეა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რომ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი“, - ამის შესახებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა განაცხადა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner