„მე მგონია, რომ ეს იყო საქართველოში ბოლო პოლარიზებული არჩევნები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველა შეშფოთებით უყურებდა, მათ შორის ჩვენი მეგობრები, რომ არჩევნები ამ შემთხვევაშიც ტარდებოდა პოლარიზებულ გარემოში. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, ჩვენი ოპონენტი, მთავარი ოპოზიციური პარტია არის ბოროტება, კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური პოლიტიკური დაჯგუფება. როგორც კი ეს პოლიტიკური ძალა განეიტრალდება ქართულ პოლიტიკაში და ამას წერტილი დაესვა დღეს ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებით, აქედან უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის ბოლო პოლარიზებული არჩევნები. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თვისებრივად განსხვავებულ გარემოში იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება მადესტაბილიზებელი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.