საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება 20:00 საათამდე ჰქონდა.
არჩევნებისთვის საქართველოში 1 830 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში კი 2 088 722 ამომრჩეველი იყო.
ამომრჩევლები ირჩევდნენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში - საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.