„მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადმიანის მიმართ, ვინ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოხადა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემ მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ საარჩევნო კამპანიაში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს მეორე ვადით იყო დედაქალაქის მერი. ძალიან კარგად ვიცი არსებული გამოწვევები, პრობლემები. რა აწუხებს თბილისს და რა არის ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გამსოწორდეს. სიტყვას ვაძლევ თბილისელებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ ქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტები. ყველა პროექტი უკლებლივ იქნება განხორციელებული რაზეც არჩევნების წინ, მთელი ამ კამპანიის განმავლობაში ვსაუბრობდი“, - განაცხადა კალაძემ.