„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახა კალაძემ თბილისში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რასაც კრწანისის რაიონში ხმების დათვლის პროცესიც ადასტურებს.
„თბილისში, კრწანისის რაიონში ელექტრონული ფორმით წარმოებდა კენჭისყრა და შესაბამისად, დაუყოვნებლივ ხდება ინფორმაციის გაზიარება. პირველადი მონაცემებით, კრწანისის რაიონში უბნების ნახევარი უკვე დათვლილია. მონაცემები შემდეგია: კახა კალაძე - 57,5%; ნიკანორ მელია - 42,5%. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ კახა კალაძემ გაიმარჯვა დამაჯერებელი უპირატესობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.