logo_geo
eng_logo
ცესკო: არჩევნებში მონაწილეობა 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია
- +

30 ოქტომბერი. 2021. 21:51

 

 

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი დასრულებულია. ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მილიონ 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-მა.

 

"კენჭისყრის პროცესი დასრულდა, არჩევნებში მონაწილეობა მილიონ 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა. სრულად იყო დაცული კოვიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცედურის შეწყვეტის პროცესი.

 

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამომრჩევლებს აქტიურობისთვის და კოვიდრეგულაციების დაცვისთვის, ასევე მადლობას ვუხდით ყველა დონის კომისიის წევრსა და თანამშრომლებს, კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.

 

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება საპასუხისმგებლო ხმის დათვლის პროცესი. საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეო გადაღება მიმდინარეობს. რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის კომისიებს,"- განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner