„ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს პარტიული ხაზით, შემდეგ ეგზიტპოლით, ახლა გაცილებით უფრო ახლოს არის ერთმანეთთან, პრაქტიკულად იდენტურია, მაგრამ მთავარია ცესკოს მონაცემები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, მას სჯერა, რომ ცესკოს მონაცემებიც იგივე იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ დამაჯარებელად და ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი გამარჯვება - ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.