„საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ოპოზიცია ქვეყანაში ხელოვნურ კრიზისს ვეღარ შექმნის.
„ალბათ გახსოვთ, მათ 7 თვის განმავლობაში აჯანჯღარეს ქვეყანა და პარლამენტში მაინც შევიდნენ.
შეიძლება ახლა უფრო დუღს სიტუაცია, თუმცა ხელოვნური კრიზისის გამოწვევა შეუძლებელია. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ირბინეს, აქციები ატარეს, ბევრი ტყუილი თქვეს, აჯანჯღარეს ქვეყანა. ახლაც შეეცდებიან და ე.წ ჯანჯღარი იქნება უფრო მოკლევადიანი. ჩვენ საზოგადოებას ეს კინო ნანახი აქვს და უფრო ნაკლები ადამიანი წამოეგება მათ სატყუარას. ვიღაცა აჰყვება, ვიღაცა აღარ და დაწყნარდება ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს კიდევ სამი წელი, რომ ახალი ძალებით ააშენოს ქვეყანა.
„ჩვენ რაღაცნაირი კომპლექსი გვაქვს, არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ. მხოლოდ ორი წელი გამოვტოვეთ არჩევნები როცა არ გვქონდა. ახლა 2024 წლის არჩევნებამდე უკვე უნდა გადავერთოთ საქმეზე, თუკი რამე ხარვეზია უნდა გავასწოროთ. თამამად უნდა შევძლოთ 2024 წელს როდესაც განაცხადი შევა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე, მაშინ ვიყოთ წელში გამართულები, საქმე ისე გვქონდეს გაკეთებული და ისეთი პირობები შექმნილი, მორალურად არ შეგვრცხვეს ამის გაკეთების და ფორმალურად გვქონდეს საფუძველი“, - აღნიშნა მდინარაძემ.