ბექა დავითულიანი ნიკა მელიას ურჩევს, მიულოცოს კახა კალაძეს გამარჯვება და გადავიდეს კონსტრუქციულ პროცესში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ კახა კალაძემ მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
„ნიკა მელიამ ამ დღემდე იცოდა, რომ კახა კალაძემ ამ ქალაქში იმარჯვებდა. უბრალოდ დღეს დადგა ფაქტის წინაშე, რომ ის მარცხდება. დღეს მას, სხვა არაფერი დარჩენია, გარდა პროვოკაციების მოწყობისა და პროცესების ქუჩაში გადმოტანის მცდელობისა, თუმცა რამდენჯერაც ამას შეეცადა, იმდენჯერ იმ ქუჩაშიც დამარცხდა. ფაქტი და რეალობა არის ის, რომ ამ ქალაქში ნამდვილად გაიმარჯვა კახა კალაძემ და ნამდვილად, ქვეყანაში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ფაქტს უნდა თუ არ უნდა შეეგუო როგორც ნიკა მელია, ისე მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.