logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მესაკუთრეს კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწა არ ჩამოერთმევა
- +

16 თებერვალი. 2016. 18:30


 

 

„თუ არსებობს იურიდიული საფუძველი, რომ მიწა ამა თუ იმ მფლობელს საკუთრებაში გაუფორმდეს, ყველა ასეთ შესაძლებლობას ძალიან დიდი ყურადღებით მოვეკიდებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განუცხადა.


პრემიერი ფიქრობს, რომ ეს საკითხი დანიშნულების ადგილამდე არასწორად იყო მიტანილი და საჭიროა მეტი კომუნიკაცია.

 

„ჩვენ არავის უფლებებს არ დავარღვევთ, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ისე, რომ მესაკუთრეს კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწა ჩამოერთვას", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner