logo_geo
eng_logo
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, რუსთავში ნინო ლაცაბიძეს 54.702 პროცენტი აქვს, დავით კირკიტაძეს - 45.298
- +

30 ოქტომბერი. 2021. 23:57

 

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.

 

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს 54.702 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს 45.298 პროცენტი.

 

ცესკო-ს მონაცემებით, რუსთავში სულ 88 უბნიდან მონაცემები დათვლილია 19 (21.591%) უბანზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner