ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს 54.702 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს 45.298 პროცენტი.
ცესკო-ს მონაცემებით, რუსთავში სულ 88 უბნიდან მონაცემები დათვლილია 19 (21.591%) უბანზე.