logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დღეს დამთავრდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“ - ხვალიდან იწყება საუბარი, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის
- +

31 ოქტომბერი. 2021. 00:25

 

 

„დღეს დამთავრდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილსა და გვარამიაზე და ა.შ. ხვალიდან იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ამასთან, ირაკლი კობახიძემ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ოპოზიციური სატელევიზიო არხების ჟურნალისტებსაც მიულოცა. „რაც შეეხება თქვენს პარტიებს და ტელევიზიებს, ესაა თქვენი გამარჯვებაც, რადგან არეულობა ამ ქვეყანაში არავის წაადგება, თქვენც გჭირდებათ ამ ქვეყანაში წინსვლა და განვითარება. აქედან გამომდინარე თქვენც გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner