logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძალადობის დიდი კერა იყო, წარსულში დაბრუნებას არ აპირებენ
- +

31 ოქტომბერი. 2021. 00:39

 

 

„ზუგდიდში ლიდერობს მამუკა წოწერია და მართლაც, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც გამოხატეს ზუგდიდელებმა მის მიმართ“, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ზუგდიდში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძალადობის დიდი კერა იყო, წარსულში დაბრუნებას არ აპირებენ.

 

„მეორე ტურისთვის ამომრჩეველი უფრო მობილიზებული იყო. ჩვენ მათ კიდევ უფრო ცხადად დავანახეთ, რომ მამუკა წოწერია არის სწორი არჩევანი ზუგდიდისთვის და ის იქნება გაცილებით უკეთესი მერი, ვიდრე მისი ოპონენტი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner