საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა.
ახალი მინისტრების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებებით დღეს მიმართეს.