logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: ჩვენს ოპონენტებს ვურჩევდი, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას პატივი სცენ და სიმართლეს თვალი გაუსწორონ
- +

31 ოქტომბერი. 2021. 01:56

 

 

 

„მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს. ვულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენს მოსახლეობას ქვეყნის იმ სტაბილურ განვითარებას, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში გაგრძელდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„ჩვენს ოპონენტებს ვურჩევდი, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას პატივი სცენ და სიმართლეს თვალი გაუსწორონ. რაც უფრო მალე აღიქვამენ რეალობას და სიმართლეს თვალს გაუსწორებენ, მით უკეთესი მათთვის პირველ რიგში. ამ წლების განმავლობაშ ჩვენი ოპონენტების მიერ განცდილი ყველა მარცხი მათი არათანმიმდევრული, სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული კამპანიის დამსახურებაა. ამიტომ მე მათ ვურჩევდი, რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და მათ ამისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის კიდევ უფრო ტრაგიკული იქნება რისხვა, რომელსაც მათ ჩვენი საზოგადოება დაატეხავს თავს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner