logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ოფიციალური მონაცემებით, აჭარაში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს
- +

31 ოქტომბერი. 2021. 02:13

 

 

„ამ წუთებში დათვლილია უბნების უმეტესობა, რის საფუძველზე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ აჭარაში, მეორე ტურში, როგორც ბათუმის, ისე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვეს ჩვენმა კანდიდატებმა - არჩილ ჩიქოვანმა და ზაზა დიასამიძემ“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „არჩევნები2021“ განაცხადა.

 

„ქართული ოცნების“ კანდიდატებს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. რა თქმა უნდა ქვეყანაში ჩატარდა უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით გამჭვირვალე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ აღიარებული არჩევნები. ეს რა თქმა უნდა კითხვის ნიშანს არ დაუტოვებს არც ჩვენ ოპონენტებს, არც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ქართველმა ხალხმა გამოგვიცხადა დიდი ნდობა და ის დაანონსებული რეფერენდუმი, რომელსაც მთელი წინა საარჩევნო კამპანია იყენებდნენ ჩვენი ოპონენტები, მათი დამარცხებით დასრულდა. ჩვენ ამ გამარჯვებით, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ღირსეულად და კეთილსინდისიერად ვემსახუროთ ჩვენ ხალხს“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner