logo_geo
eng_logo
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს
- +

31 ოქტომბერი. 2021. 02:03

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს.

 

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს 57.35 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიგი უგულავას 42.65 პროცენტი.

 

ცესკო-ს მონაცემებით, ფოთში სულ 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია 33-ვე (100%) უბანზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner