logo_geo
eng_logo
ბექა ვაჭარაძე: ფოთში გიგი უგულავა ხუთამდე მყვირალა აქტივისტზე იყო დამოკიდებული, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ცდილობდნენ არეულობის გამოწვევას
- +

31 ოქტომბერი. 2021. 02:21

 

 

 

„გიგი უგულავას განცხადება, რომ არ ენდობა ცესკოს მიერ დეკლარირებულ არჩევნების შედეგებს მის არაადეკვატურობაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

 

„ამ ადამიანს ახასიათებს ქარიშხლის ატეხვა, იქ სადაც ამის წინაპირობა არ არსებობს. დღესაც იყო ამის მცდელობა ფოთის საარჩევნო უბნებზე. ხუთამდე მყვირალა აქტივისტზე იყო დამოკიდებული გიგი უგულავა. „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები დადიოდნენ სხვადასხვა უბნებში და ცდილობდნენ არეულობის ინციდენტები შეექმნათ. მათ უკვე დღის პირველ ნახევარში იცოდნენ, რომ არჩევნების მეორე ტური წაგებული ჰქონდათ და გამარჯვების შანსიც არ ჰქონდათ.

 

ჩვენ ავიღეთ ხმების 57,3% და შეგვიძლია დამაჯერებლად ვთქვათ, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. მადლობა მინდა ვუთხრა ფოთელებს ამ ნდობისთვის, რასაც ვაფასებთ და ჩვენი საქმით მომავალში ამ ქალაქში უფრო დიდ მხარდაჭერას მოვიპოვებთ“, - განაცხადა ვაჭარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner