„ჩვენ არც შარშან გვინახავს ოპოზიციის არგუმენტაციის მხარდამჭერი და დასაყრდენად გამოყენებადი რაიმე დასკვნა და სამართლებრივი საფუძველი. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვიხილეთ საბოტაჟი. ახლაც მოსალოდნელია ანალოგიური დამოკიდებულებები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ვეცდებით საზოგადოების განწყობები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ოპოზიცია იძულებული გახდეს ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში და რეალურად შეასრულოს ის ფუნქცია, რომელსაც მას კონსტიტუცია აკისრებს. რეალურად ეს პასუხისმგებლობაა და არა მხოლოდ უფლება, რომ მონიჭებული მანდატის ფარგლებში რეალური ფუნქციის შესრულებაზე იფიქროს ოპოზიციამ. ეს არ გააკეთეს შარშანდელი არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვე. შემდეგაც, როცა შემოვიდნენ რა გააკეთეს. სავარაუდოა, რომ ახალაც იგივე დამოკიდებულება ექნებათ, მოსალოდნელია, სამწუხაროდ რეალობა ასეთია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.