logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მასშტაბურ აქციებს გამოვრიცხავ
- +

31 ოქტომბერი. 2021. 02:23

 

 

 

„მე გამოვრიცხავ მასშტაბურ აქციებს“, – განაცხადა ექსპერტმა, დავით ქართველიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021“ სტუმრობისას.

 

„შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ „ლიდერშიპის“, ან „სტაფის“ დონეზე იხილებოდა სხვადასხვა დესტრუქციული და რადიკალური გეგმები, რომლის შესახებაც გუშინ სუს-მა გვამცნო, მაგრამ იმ ადამიანური რესურსით, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად უჭერს მხარს, ამ პარტიას არ შეუძლია, ქვეყანაში რევოლუციური მუხტი შექმნას და წელს, რაღაც 1917 წლის მოვლენები გაიმეოროს – რაღაც ჯგუფმა „ტელეგრაფი“ აიღოს, რაღაც ჯგუფმა ტელევიზია და ასე შემდეგ“, – განაცხადა ქართველიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner