„პოლიტსაბჭოს სხომაზე მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარების გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებზეც ვიმსჯელეთ", - განაცხადა „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ ხვალ მცხეთა-მთიანეთში წარსადგენ კანდიდატებზე. ხვალ დასახელდება ორი კანდიდატი. მათ შორის ვინსჯელებთ სხვა რეგიონების შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატებზე. გარდა ამისა, განვიხილეთ საარჩევნო კამპანიის სტრატეგია. ასევე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და გამოძიებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტის და პაპუაშვილის განცხადებებს. პრემიერის და ყველა ჩვენგანის მზაობაა, რომ მივცეთ საშუალება გამოძიებას, იმუშაოს ობიექტურად, მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადებები რატომღაც „ნაციონალური მოძრაობის" სტილს ემთხვევა, გამოძიება მაინც ობიექტურად უნდა ჩატარდეს და ამის მზაობა ხელისუფლებას აქვს", - განაცხადა ბესელიამ.