logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: პოლიტსაბჭოს სხომაზე პრეზიდენტისა და გიორგი პაპუაშვილის განცხადებებზეც ვიმსჯელეთ
- +

29 ივლისი. 2016. 02:29


„პოლიტსაბჭოს სხომაზე მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარების გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებზეც ვიმსჯელეთ", - განაცხადა „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ  პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.


დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ ხვალ მცხეთა-მთიანეთში წარსადგენ კანდიდატებზე. ხვალ დასახელდება ორი კანდიდატი. მათ შორის ვინსჯელებთ სხვა რეგიონების შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატებზე. გარდა ამისა, განვიხილეთ საარჩევნო კამპანიის სტრატეგია. ასევე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და გამოძიებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტის და პაპუაშვილის განცხადებებს. პრემიერის და ყველა ჩვენგანის მზაობაა, რომ მივცეთ საშუალება გამოძიებას, იმუშაოს ობიექტურად, მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადებები რატომღაცნაციონალური მოძრაობის" სტილს ემთხვევა, გამოძიება მაინც ობიექტურად უნდა ჩატარდეს და ამის მზაობა ხელისუფლებას აქვს", - განაცხადა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner