ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე იმარჯვებს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს ხმების 53.72 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს 46.28 პროცენტი.
ცესკო-ს მონაცემებით, 88 უბნიდან მონაცემები დათვლილია 88-ვე (100%) უბნის მიხედვით.