მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების - II ტურზე ცესკოს პირველადი მონაცემების თანახმად, უბნების 100 პროცენტის დათვლის შედეგად "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.
ცესკოს მონაცემებით, 109-ვე უბნის დათვლის შედეგად „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მამუკა წოწერიას 51,631% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს - ანზორ მელიას 48,369%.
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო დადგენილი. სწორედ ამან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი და არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.