მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურში, ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, რუსთავში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს 53,717% აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს დავით კირკიტაძეს - 46,283%.
რუსთავში არსებული 88 უბნიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ყველა უბნის შემაჯამებელი ოქმია შესული.