მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურში, ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, თელავში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ლევან ანდრიაშვილს 56,899% აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გიორგი ბოტკოველს - 43.101%.
თელავში არსებული 55 უბნიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ყველა უბნის შემაჯამებელი ოქმია შესული.