საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები თავდაცვის მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამასთან, ახალი მინისტრების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებებით გუშინ მიმართეს.