ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა. დაშავებული ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, დაშავებული გოგონას მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
"მოზარდს სამედიცინო კვლევები უტარდება, ვსწავლობთ კონკრეტულად რა დაზიანებები აღენიშნება, იგი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება",- აცხადებენ კლინიკაში. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.