ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შუახნის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველების ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც ესროლეს.