გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ქვეითად მოსიარულეს „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია 60 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.
კლინიკის ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.