logo_geo
eng_logo
გორში ქვეითად მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
- +

31 ოქტომბერი. 2021. 20:05

 

 

გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ქვეითად მოსიარულეს „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია 60 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.

 

კლინიკის ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner