logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: მოგმართავთ, როგორც ნაცხროვის მიერ დაღუპული კაცი, გთხოვთ, მალე აღკვეთოთ მათი ძალადობა მოსახლეობაზე!
- +

31 ოქტომბერი. 2021. 20:33

 

 

2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

ბატონებო  !

 

ვუყურებ რა დღეს ტელეგადაცემებს, ვხედავ, რომ ნაცხროვა არ ჩერდება და კიდევ დესტაბილიზაციისაკენ მოუწოდებენ   ხალხს, მინდა მივმართო დღევანდელ მმართველი პარტიის მესვეურთ! ხომ ვნახეთ ეს  ხალხთმოძულეები  ყველაფერზე მიდიან, ხომ ვნახეთ, რომ რაც ეგენი აღარ არიან ხელისუფლებაში      ყველა არჩევნებზე   ამბობენ ჩვენ მოვიგეთო და ამით სულ სტრესში ამყოფებენ მოსახლეობას,მითხარით,რომელი არჩევნები ცნეს წაგებულად,ამით ხელს უშლიან ქვეყნის ნორმალურ   განვითრებას  და წინსვლას,ხომ არ არსებობს ისეთი დანაშაული რაც მათ არ ჩაუდენიათ,აბა რა გვიშლის ხელს რათა ეს სექტა იქნას გასამართლებული და მიუჯინოთ გვერდით თავისივე ბელადს.

 

მოგმართავთ, როგორც ნაცხროვის მიერ დაღუპული კაცი და გთხოვთ, რაც შეიძლება მალე აღკვეთოთ მათი  ძალადობა მოსახლეობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვშიშობ, ხალხი თვითონ გააკეთებს ამას და  ეს ქვეყანა ამხელა რყევებს ვერ გაუძლებს... როდემდე უნდა ვითბინოთ ამდენი ლოიალობა მათ მიმართებაში.

 

ვიმედოვნებ ბევრი მოაწერს ხელს ჩემ მიმართვას, ჭკუით იცნეს იესო, ჭკუით ბატონებო და ამოისუნთქავს ჩემი ქვეყანა", - წერს ჯამბულ გამცემლიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner