logo_geo
eng_logo
დაზარალებული რამინ წარყაშვილი: მინდა ნიკა მელიას ვუთხრა, კაცობა არ გაქვს, 23 წლის ბიჭს კლავდნენ და უყურებდი, ერთი ხმა არ ამოიღე, ცრუ ჩვენება მიეცი
- +

31 ოქტომბერი. 2021. 21:23

 

 

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში დაზარალებული ადამიანებიც იმყოფებოდნენ.

 

„იმედის კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთმა მათგანმა, რამინ წარყაშვილმა განაცხადა, რომ მას 23 წლის ვაჟი რუსთაველის გამზირზე მოუკლეს. ამ ფაქტს ნიკა მელია შეესწრო, თუმცა წარყაშვილის თქმით, მელიამ მომხდარის შესახებ არაფერი განაცხადა და შემდეგ ყალბი ჩვენება მისცა.

 

„აქ მოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს საცოდავი პარტია და მათი წევრები ერთხელ კიდევ ვნახო. რეალურად, მათი მმართველობის პერიოდში რუსთაველზე 23 წლის შვილი მომიკლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობით მოხდა ეგ ყველაფერი. ამაში იყვნენ ჩარეული ახალაიები, მერაბიშვილი, ადეიშვილი, თავად სააკაშვილი. პირდაპირ მელია იდგა სამი მეტრის მოშორებით და უყურებდა, ჩემი 23 წლის შვილს როგორ კლავდნენ. 55 ტყვია როგორ ესროლეს, შემდეგ წავიდა და დაიმალა. საკუთარი მანქანით იყო, ვიღაც სტუმართან ერთად. როდესაც ვიპოვეთ და პროკურატურაში მივიყვანეთ, აბსოლუტურად ტყუილი ჩვენება მისცა.

 

ახლა მოვედი და მინდა ვნახო, თუნდაც ნიკა მელია და ვუთხრა: კაცობა არ გაქვს, 23 წლის ბიჭს კლავდნენ და უყურებდი, ერთი ხმა არ ამოიღე, ცრუ ჩვენება მიეცი“, - განაცხადა წარყაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner