logo_geo
eng_logo
ზურა ხაჩიძე: დღეს ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა!
- +

31 ოქტომბერი. 2021. 22:10

 

 

მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღეს ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა! კაცი, რომელიც სიგიჟემდე შეყვარებული იყო საქართველოზე და ქართველზე. იყო ძალიან მაგარი მეგობარი, ეს სიყვარული პირველივე შეხვედრიდან დავინახე და ვიგრძენი.

 

თბილისში დაბადებულმა ბადრიმ მოახერხა ის, რომ გახდა მსოფლიო მაშტაბის კაცი და ყველას სიყვარულით, გულწრფელად დაანახა ქართველი კაცის ხასიათი. მის ქველმოქმედებაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, ეს ისედაც ყველამ იცის და ეს სიაც უზომოდ ბევრია. ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს, სნეულს და უნარშეზღუდულს. მას არც დედა ეკლესია გამორჩენია და გვერდში ედგა მის უწმინდესობას ჩვენი გაბნეული სიწმინდეების დასაბრუნებლად.

 

მინდა ქალბატონ ნათელას, მის დედას მადლობა ვუთხრა ასეთი კაცის გაზრდისთვის.

 

 ბადრი იყო, არის და იქნება ყოველთვის ჩემს გულში.

 

“ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო,

 

ჩემო სამშობლო მხარეო,

 

შენი ვარ შენთვის მოვკვდები  შენზედვე მგლოვიარეო” - წერს ზურა ხაჩიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner