ავტორი ჯემალ სეფიაშვილი
ბატონო ნიკა,
მიხარია, რომ მოგწონთ ჩემი სიმღერა „გიხაროდენ!“ ბატონ რეზო ამაშუკელის ლექსზე.
სხვადასხვა დროს თქვენმა მსახიობებმა გულმოდგინედ შეასრულეს ეს სიმღერა შეცვლილი ტექსტებით.
ამას წინათ კი ფეისბუქის თქვენს პირად გვერდზე გაჩნდა ორიგინალურ ფონოგრამაზე გაკეთებული ვიდეო კლიპი, რომელიც ასახავდა 27 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ხალხმრავალი შეკრების თქვენეულად დანახულ კადრებს.
ბატონო ნიკა, საქვეყნოდ ხართ ცნობილი, როგორც მაღალი რანგის იურისტი.
არ მინდა გამომივიდეს ისე, როგორც ერთ ხუმრობაშია - შვილიშვილი ბაბუას რომ ასწავლიდაო... დარწმუნებული ვარ, კარგად იცით, რომ ნებისმიერი სიმღერის ან მისი ფრაგმენტის შესრულება, მითუმეტეს, შეცვლილი ორიგინალური მელოდიით ან ტექსტით, დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ ავტორებთან ოფიციალური შეთანხმებით.
ვიტოვებ იმედს, რომ შემდგომში თქვენი ტელევიზია სწორად გამოიყენებს ამ წესს.
პატივისცემით,
კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი