logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ზღვარი „ნაციონალურ მოძრაობას“, ზოგიერთ ტელევიზიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის უკვე წაშლილია
- +

31 ოქტომბერი. 2021. 23:24

 

 

„როგორც ჩანს, ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ზღვარი „ნაციონალურ მოძრაობას“, ზოგიერთ ტელევიზიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის უკვე წაშლილია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ორი საკითხი იყო, რომელზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ მკაცრი განცხადებები გაკეთდა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას მათი დასკვნები ასე მკაცრი არ ყოფილა.

 

„ტელევიზიებთან დაკავშირებით ხაზგასმით აღინიშნა, მიკერძოება და ჩაიწერა კიდევაც, რომ პარტიული აქტივისტებივით იქცევიან. ვნახეთ, როგორ იქცეოდა გუშინ რამდენიმე ტელევიზია, რომლებიც პირდაპირ არჩევნების დისკრეტებას ცდილობდნენ.

 

ასევე, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია და გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, არის ის, რომ ამ ანგარიშში აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ეუთოს მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც პარტიული აქტივისტები, ისე იქცეოდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner