logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: 7 ნოემბერს აქციას აანონსებენ, დილიდან დავდგები და კიდევ ათასები ვისაც გვახსოვს 7 ნოემბერი - ახია ჩვენზე, ახი..
- +

31 ოქტომბერი. 2021. 23:57

 

 

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„2007 წლის 7 ნოემბერს დილით ადრე, ღამე ნათევი დავბრუნდი სახლში და სოფომ 2 საათში გამაღვიძა, მოშიმშილეები დაარბიესო. რუსთაველის გამზირზე ნელ-ნელა ვიკრიბებოდით, მერე გზის გადაკეტა ვცადეთ, ყვითელლაბადიენებმა თავპირი დაგვალეწეს, ,,გრეჩიხა" და ,,უცნობი" სასწაფოში ჩავსვით და უმისამართოდ წაგვიყვანეს, იმელთან მისულმა წინ ,,მიკიმაუსები" დავინახე, მანქანიდან ჩამოვედი და სირბილით დავბრუნდი პარლამენტის წინ, სადაც ყვითელლაბადიანებს დავალება მისცეს გამოდით უნდა დავლეწოთო და დაგვლეწეს, მოგვწამლეს. მერე ნელ-ნელა შეკრება რიყეზე დავიწყეთ, სცენა იდგა, კობა დავითაშვილი აპარატურის მოსატანად წავიდა ელიავაზე, აღარ დაბრუნდა, ისე ცემეს ვეღარ დაბრუნდა, 2020-ში ამ ცემის გამო სამუდამოდ წავიდა. მერე დაგვლეწეს რიყესთან, ამით ამაყობდნენ, პრემიები მიიღეს, მერე გაგვისამეს და ,,იმედი" დაარბიეს! მერე კიდევ ბევრი მძიმე თარიღი და მოვლენა იყო, მაგრამ 7 ნოემბერს ვერაფერი შეედრება! ახლა ესენი 7 ნოემბერს აქციას აანონსებენ, მე დილიდან დავდგები და კიდევ ათასები ვისაც გვახსოვს 7 ნოემბერი. ახია ჩვენზე, ახი..." - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner