logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ეს კაცი შემოვიდა საქართველოში და ყველას დაავიწყდა მელიას არსებობა, მბრძანებელი გახდა სააკაშვილი
- +

31 ოქტომბერი. 2021. 23:58

 

 

„ „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთ მდგომარეობას იწვევს არაფორმალური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და საერთოდ არ აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. ამ დროს ამ პარტიას ჰყავს თავმჯდომარე და როდესაც ეს კაცი შემოვიდა საქართველოში, ყველას დაავიწყდა მელიას არსებობა და მბრძანებელი გახდა სააკაშვილი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, თუ როგორ აინტერესებთ მათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ჟურნალისტი გაბუნია, რომელსაც ჟურნალისტობასთან ერთად გაცხადებული აქვს პოლიტიკური კურსი, მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ეთერში მოუწოდებს, რომ არ გაბედოს და არ შეწყვიტოს შიმშილობა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის ბედი იქნებოდა განადგურებული. წარმოგიდგენიათ რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner