logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მეომრების ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ შეარყიოს ქვეყნის სტაბილურობა
- +

1 ნოემბერი. 2021. 00:40

 

 

„ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მეომრების ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ შეარყიოს ქვეყნის სტაბილურობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„ცოტა რადიკალურ ტერმინს შემოვიტან და ვიტყვი, რომ ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფია გაერთიანებული. სხვადასხვა როლს თამაშობენ, ზოგი დაცვაშია, ზოგი ნახევარდაცვაში, ზოგი კარშია და ზოგი თავდასხმაში. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე მწვრთნელი ვინ არის, ვინ ქაჩავს ამ თოკებს. ეს თუ არ გავაანალიზეთ არ მგონია, რომ წარმატებას მივაღწიოთ, ქვეყანაზე მაქვს საუბარი. იმ 45%-ის აზრი და მოსაზრება ზუსტად უდნა იცოდე, გააანალიზო და რაღაცები ისე უნდ გაკეთდეს, როგორ იმათაც აწყობთ. ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის მეომრების ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ შეარყიოს ვალუტის კურსი, ტურიზმი, სტაბილურობა შეარყიონ იმისთვის, რომ ბიზნესი არ შემოვიდეს. არ არის ბიზნესი და არ არის სამუშაო ადგილები ეს ყველაფერი კი უკმაყოფილებას იწვევს მთავრობის მიმართ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner